


კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები ჯანდაცვის დასაქმების ბაზარზე“ და სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
ღონისძიებები
15 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები ჯანდაცვის დასაქმების ბაზარზე“ და სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
კონფერენციაზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოადგენენ ჯანდაცვის დასაქმების ბაზრის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, საუკეთესო პრაქტიკებსა და დასაქმების პერსონალურ გამოცდილებებს. წარიმართება ჯგუფური სამუშაო და დისკუსია დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა ნაშრომები. ღონისძიება დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით.
კონფერენციის სპიკერები იქნებიან დარგის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები, დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები/კურსდამთავრებულები.
კონფერენცია ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში.
ღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.
ღონისძიებაზე დასასწრებ ბმულს მიიღებენ რეგისტრირებული პირები.
კონფერენციაზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი, 12:00 საათი
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები ელექტრონული ფორმით.
ადგილები შეზღუდულია.
დრო: 15 მარტი, 10:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული-ინგლისური (თარგმანის უზრუნველყოფით)
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის N1
საკონტაქტო ინფორმაცია:
HealthBridge@iliauni.edu.ge
ეკა პაატაშვილი 577288890
ანა ჩვამანია 555187788
თამუნა ბაუჟაძე 577755986
2025