ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კლასგარეშე საუბრები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივა სკოლის მოსწავლეებისთვის

ღონისძიებები

„კლასგარეშე საუბრები“ ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები.

ლექციების ტრანსლაცია მოხდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების კოალიციისა და სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტი დირექტორების სკოლების ფეისბუქის გვერდებზე. 

ლექციები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე. 


განრიგი

18 ივნისი –„თანამედროვე ტექნოლოგიები პანდემიასთან ბრძოლაში“

მომხსენებელი –ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი

25 ივნისი –„ბავშვის გამოხატვის თავისუფლება – ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე"

მომხსენებლები: თამარ გურჩიანი, ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი, მარიამ დევიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი

2 ივლისი – „კარგი წიგნი ყველა თაობის მკითხველისათვის"

მომხსენებელი –ანა კორძაია-სამადაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების ასოცირებული პროფესორი

9 ივლისი – „როგორ იქმნება სპექტაკლი“ 

მომხსენებლები: ნატალია თვალჭრელიძე, ილიაუნის თეატრის ხელმძღვანელი, დათო ველიჯანაშვილი, ილიაუნის თეატრის მოწვეული მსახიობი, მარიამ როინიშვილი, ილიაუნის თეატრის მოწვეული მსახიობი 

16 ივლისი - „ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები“

მომხსენებელი – სანდრო ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უნილაბის დირექტორი 

ლექციების განრიგი და ინფორმაცია სპიკერების შესახებ განახლდება ეტაპობრივად. 

პარტნიორი სკოლები:




ბანერები