ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„კლასგარეშე საუბრები“ – თანამედროვე ტექნოლოგიები პანდემიასთან ბრძოლაში

ღონისძიებები

„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები.

პირველი ლექციის თემაა „თანამედროვე ტექნოლოგიები პანდემიასთან ბრძოლაში". 

მომხსენებელი – ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი

პროექტს წარადგენს ირინა ხანთაძე, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე.

დრო: 18 ივნისი, 17:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების კოალიციის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა, ხაშურის N1 საჯარო სკოლა, ქუთაისის N33 საჯარო სკოლა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლა, მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა, რუსთავის N4 საჯარო სკოლა, მარნეულის N2 საჯარო სკოლა

ბანერები