ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის პავილიონი

ღონისძიებები

5 ივლისს კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტი მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქალაქ ბათუმში.

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულების ჩართულობით მიმდინარეობს.

პროექტი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლებში შესაძლებლობას მოგცემთ, ახლოს გაეცნოთ პროექტის იდეას და კვლევის მეთოდებს, გაიღრმაოთ ინტერესი ველური ბუნებისადმი.

ადგილზე მოსულ სტუმრებს დაგხვდებათ მინილაბორატორია, სადაც შეგეძლებათ:

  • საკუთარი თვალით ნახოთ უხერხემლოების სამყარო, თავად დაახარისხოთ სინჯი და გაეცნოთ მონაცემთა ბაზირების საწყისებს;
  • მონაწილეობა მიიღოთ ჰერბარიუმის დამზადებაში.

ლაბორატორიული სამუშაოების გარდა გაეცნობით საინტერესო ფაქტებს იმ ორგანიზმების შესახებ, რომლებიც დედამიწის უმრავლესობას წარმოადგენენ.

დრო: 5 ივლისი, 12:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: სამეცნიერო პავილიონები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნინოშვილის N35)

2022 წელი

 

ბანერები