ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჟურნალ „ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორის, ედვარდ ლუკასის, საჯარო ლექცია: რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი

ღონისძიებები

18 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნითი კონფერენციის ფარგლებში, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, „ეკონომისტის“, უფროსი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი“(Realpolitik and the New Cold War).

მომხსენებლის შესახებ

ედვარდ ლუკასი ჟურნალ „ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორია. მის კვლევით ინტერესებში შედის: ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა დაენერგეტიკის საკითხები; ცივი ომის დასასრული; „რკინის ფარდის“ გაქრობა; საბჭოთა კავშირის დაშლა და ვლადიმერ პუტინის აღზევება. ედვარდ ლუკასი ორგანიზაციის - Center for EuropeanPolicy Analysis (CEPA) - ვიცე-პრეზიდენტიცაა. მის ცნობილ ნაშრომებს შორისაა: „The New Cold War“ (2008), „Deception“ (2011), „The Snowden Operation“ (2014).

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 18 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ (თავისუფლების მოედანი #4)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები