ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინტენსიური ონლაინ სტარტაპბუთქემფი

ღონისძიებები

ინტენსიური ონლაინ სტარტაპბუთქემფი

მოკლე აღწერა

ინტენსიური ონლაინ სტარტაპბუთქემფი (ნაწილი 2) განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ ბიზნესიდეა და სურთ გახდნენ სტარტაპერები. ბუთქემფის დროს გამოყენებული იქნება იდეის მენეჯმენტის ბრიტანული ონლაინპლატფორმა, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება იდეის განვითარებაში, მომხმარებელთა პროფილების, კონკურენტების ანალიზსა და ღირებულებების განსაზღვრაში.

სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ბენეფიტები

ბუთქემფის მონაწილეები მიიღებენ 12-თვიან ექსკლუზიურ, ულიმიტო და სრულიად უსასყიდლო წვდომას ბრიტანულ პლატფორმაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს განავითარონ და დაამუშავონ ბიზნესიდეები და დატესტონ ბაზარზე გასვლის სტრატეგია.

დრო

31 ივლისი, 15:00-17:00 საათი

3 აგვისტო, 12:00-14:00 საათი 

სამიზნე აუდიტორია

სტუდენტები, რომლებსაც უკვე აქვთ ბიზნესიდეა ან დაინტერესებულები არიან კრეატიულ ინდუსტრიებში სამეწარმეო საქმიანობით.

ამოცანები:

  •  შემოქმედებით ინდუსტრიებში სატარტაპების შესახებ სტუდენტების ცოდნის ამაღლება-განვითარება;
  •  შემოქმედებით ინდუსტრიებში ბიზნესის დასაწყებად სტუდენტებისთვის საჭირო უნარების განვითარება;
  •  პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ შესახებ ცნობადობის ამაღლება და მეწარმეობის პოპულარიზაცია.

სამუშაო ენა: ინგლისური

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/LxCUYZ2tJN2pPkCd8 

ბუთქემფს გაუძღვება ბრისტოლის უნივერსიტეტის ლექტორი ლორენ დევისი.

რეგისტრაციის ვადა: 28 ივლისი, 23:59

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები