ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ასოცირებულ პროფესორთან, ლუკაშ კალოუსთან

ღონისძიებები

25 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე პრაღის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ლუკაშ კალოუსთან.

შეხვედრის თემაა: ბიოლოგიური ინვაზია წყლის გარემოში (Biological invasion in aquatic environment).

თანამედროვე გლობალიზაციას ბევრი სარგებელი მოაქვს მსოფლიოსთვის, თუმცა, მრავალი პრობლემის წყაროცაა. მცენარეების და ცხოველების ტრანსპორტირება, მიუხედავად იმისა, ეს წინასწარ არის დაგეგმილი თუ არა, თავისთავად მოიცავს ბიოლოგიური ინვაზიის რისკს. არადგილობრივი სახეობების ინტროდუქცია შეიძლება ბიომრავალფეროვნების საფრთხედ იქცეს, ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე აკვაკულტურაზე. პროფესორი კალოუსი ისაუბრებს ბიოლოგიური ინვაზიის რისკზე წყლის ეკოსისტემებში ჩეხეთის მაგალითებზე. 

მომხსენებლის შესახებ

ლუკაშ კალოუსი პრაღის (ჩეხეთი) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ევროპის იქთიოლოგიური საზოგადოების საბჭოს წევრია. იგი კითხულობს შემდეგ საგნებს: აკვაკულტურა, თევზების სისტემატიკა და მეთევზეობა; იკვლევს წყლის გარემოში არაადგილობრივ სახეობებთან დაკავშირებულ რისკებს, ძირითადად თევზებს. კვლევაში ის ცდილობს მოიცვას ფართო დისციპლინები, როგორებიცაა: გენეტიკა, ეკოლოგია ან სოციო-ეკონონიკური ასპექტები. უკვე დიდი ხანია, პროფესორ კალოუსის სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფოკუსს წყლის ეკოსისტემების წარმატებული ინვაზიური გვარის - კარჩხანების შესწავლა წარმოადგენს. 

ლექციის ენა: ინგლისური 

დრო: 25 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები