ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა არაბ მკვლევართან, ზაფარ-ულ ისლამთან

ღონისძიებები

18 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე არაბ მკვლევართან, ზაფარ-ულ ისლამთან.

შეხვედრის თემაა: არაბეთის საფრთხის ქვეშ მყოფი ბუნება - ხანგრძლივი კონსერვაციის მცდელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

მომხსენებლის შესახებ

ზაფარ-ულ ისლამი გასული წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. ამავე დროს, იგი საუდის არაბეთის ეროვნულ ველური ბუნების საკვლევ ცენტრში საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების (არაბული ანტილოპა, არაბული სირაქლემა, კურდღელი, არაბული ლეოპარდი და ა.შ.) ხელახალი ინტროდუქციის პროგრამებს ხელმძღვანელობს. ამ სახეობათა დატყვევება-მოშენებისა და ახლიდან ინტროდუქციის პროგრამას საუდის არაბეთის ველურ ბუნებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სახეობების განადგურებისაგან დაცვის მიზნით მიმართეს; საკვლევ ცენტრში, ასევე, ტარდება ეკოლოგიასთან და ბილოგიასთან დაკავშირებული კვლევები და შეისწავლება სახეობათა მიგრაცია. მომხსნებელი დამსწრე აუდიტორიას სწორედ ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს გააცნობს.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო:  18 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზირი., 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 დასწრება თავისუფალია.

ბანერები