ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის

ღონისძიებები

2020 წლის თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს სასწავლო კურსებს საკვირაო სკოლის ფორმატით.

პროექტის მიზანი

პიზას (PISA) კვლევის წლევანდელმა შედეგებმა ყველას კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვაჩვენა, რაც ბევრმა ისედაც იცოდა – ქვეყანა ახალგაზრდებს ვერ აძლევს დროის შესაფერის განათლებას.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა სფეროებში.

ილიაუნის სურს, საკვირაო სკოლით თავისი წვლილი შეიტანოს ამ მდგომარეობის გამოსწორებაში. შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება, ცოდნის შეძენა და გაღრმავება ადამიანის, საზოგადოებისა და ბუნების შესახებ – ამ მიზნებს ისახავს ჩვენი საკვირაო სკოლა.

სკოლა იქმნება იმ ახალგაზრდების ხელშესაწყობად, რომელთაც თვითგანვითარების სურვილი აქვთ.

კურსების ფორმატი და ხანგრძლივობა

საპილოტე კურსები ორთვიანია და მოიცავს რვა 2-საათიან გაკვეთილს შემდეგ დისციპლინებში:

  • ქართული ლიტერატურა
  • მსოფლიო ლიტერატურა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ბიოლოგია
  • ეკოლოგია
  • სამოქალაქო განათლება

შენიშვნა: მოსწვალეს შეუძლია მხოლოდ 1 სასწავლო კურსის არჩევა.

ეტაპობრივად კურსების ჩამონათვალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

ვისთვის არის განკუთვნილი საკვირაო სკოლა?

სკოლა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების 14-17 წლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაგვისაბუთებენ საკუთარ მოტივაციას – რატომ სურთ პროექტში მონაწილეობა – და 2020 წლის 10 იანვრამდე შეავსებენ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას.

გარკვეულ შემთხვევებში შესარჩევად შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი ტური.

როგორ გავხდე საკვირაო სკოლის მოსწავლე?

საკვირაო სკოლაში რომ ჩაერთო, საჭიროა აპლიკაციის ელექტრონული ფორმის შევსება არაუგვიანეს 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

აპლიკაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.do/fjGvo

საფასური და გადახდა

კურსის გადასახადი სიმბოლურია – შეადგენს 50 ლარს, რომელსაც მონაწილე უნივერსიტეტთან სასწავლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაიხდის.

იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, შესაძლებელია ამ გადასახადის მოხსნაც.

დამატებითი ინფორმაციისთვის

pr@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

2019 წელი

ბანერები