ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

ღონისძიებები

12 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილების პრობლემებზე ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია.

ანგარიში მომზადებულია კვლევითი პროექტის - „წარსულის ტყვეობაში: ქართველი დევნილების ჩახშული ხმები და სოციალური ინტეგრაციის დილემა“ - ფარგლებში.

ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტი შესრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის კვლევითი ჯგუფის მიერ. კვლევა მოიცავს აკადემიურ პუბლიკაციასა და მოკლე სარეკომენდაციო ანგარიშს (Policy Brief) – „ინტეგრაციის უგულებელყოფილი მხარე - სტიგმა, როგორც მძიმე ყოფის საფუძველი“. ანგარიში გათვალისწინებულია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. პრეზენტაციაზე წარსადგენ სარეკომენდაციო ანგარიშში ასახულია დევნილთა მწვავე სოციეტალური პრობლემები და შემოთავაზებულია მათი მოგვარებისთვის გადასადგმელი პრაქტიკული ნაბიჯები.

კვლევა ყურადღებას ამახვილებს დევნილთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემებზე (სტიგმა, მარგინალობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ნაკლებობა) და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას.

დრო: 12 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები