ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: ეფრემ (რემი) ურუმაშვილის საჯარო ლექცია
ახალი ამბები
18 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgia-ს ურთიერთთანამშრომლობით, ბიზნესმენი და კომპანია BitFury-ს წარმომადგენელი საქართველოში, ეფრემ (რემი) ურუმაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ბიტკოინები და ბლოკჩეინ-ტექნოლოგია“.
მომხსენებლის შესახებ
ეფრემ (რემი) ურუმაშვილი განათლებით ფინანსისტი და პროფესიით საგადასახადო სამართლის ექსპერტია. იგი 2010 წლიდან კომპანიის - „ნოდია, ურუმაშვილები და პარტნიორები” - წამყვანი პარტნიორია საგადასახადო სამართლის მიმართულებით. ეფრემ ურუმაშვილი „Legal 500“-მა უკვე სამჯერ დაასახელა წამყვან ინდივიდად (Leading individual) იურიდიულ პრაქტიკაში. დღეს ბლოკჩეინის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას მსოფლიოში, BitFuty-ს, წარმოადგენს საქართველოში.
ეფრემ (რემი) ურუმაშვილის ბიოგრაფია ვრცლად იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
დრო: 18 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
სწრაფი ბმულები
- მეიქათონი „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“
- კრეათონი „სამაგიდო თამაშიდან ბიზნესამდე“
- „კრეატიული აზროვნება“ - თემო ბარათაშვილის ტრენინგი გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და FORBES-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
- იდეიდან ბაზრამდე - დაივა პაკალნეს ვორკშოპი გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში
- „ქალი მეწარმეები: როგორ გავხდეთ ლიდერი?“- დაივა პაკალნეს საჯარო ლექცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში
- THE LESSONS FROM SILICON VALLEY - დავით ჩეჩელაშვილის ტრენინგი გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში
- „როგორ ააწყო გლობალური ბიზნესი დისნეის ლიცენზირებული სათამაშოებით?“ - ანოესკა ტიმერმენსის საჯარო ლექცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში
- ქართული კომპიუტერული და მობილური თამაშების გამოფენა