ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის დებატების კლუბი იწყებს ახალი წევრების მიღებას

ღონისძიებები

დებატების კლუბები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტში არსებობს და მათ პოპულარობას ხელს უწყობს თამაშის ფორმა, რომელიც სტუდენტებს ახალი სამომავლო კარიერისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.

შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ დებატების კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ ილიაუნის ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებსაც სამომავლოდ შეეძლებათ მონაწილეობა დებატების ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც მუდმივად იმართება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ეგიდით. ეს ინსტიტუტი საერთაშორისო დებატების ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოში. ფორუმში, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს, მონაწილეობს ყველა ის ქვეყანა, რომლებშიც არსებობს დებატების კლუბები.

კლუბის წევრობის მსურველებმა უნდა გაიარონ ორეტაპიანი კონკურსი.

პირველი ეტაპია რეგისტრაცია, მეორე – ზეპირი გასაუბრება.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3DumQsq

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 ნოემბერი, 23:59 საათი

იმისათვის, რომ კონკურსი წარმატებით გაიაროთ და გახდეთ დებატების კლუბის წევრი, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გიწვევთ კლუბის პრეზენტაციაზე.

დრო: 9 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის ქ.N3 / 5, T102 საკონფერენციო დარბაზი

2022

ბანერები