ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის დაბადების დღე – 10 ივნისი, ლისის ტბა

ღონისძიებები

ილიაუნი 11 წლის იუბილეს 10 ივნისს ლისის ტბაზე აღნიშნავს.

გელოდებით ილიაუნის ფერად დაბადების დღეზე საინტერესო შემეცნებით-გასართობი პროგრამით, მრავალფეროვანი წარმოდგენებით და მუსიკალური პროგრამით, სახალისო სპორტული შეჯიბრებებით და კონკურსებით.

ლისზე 10 ივნისს დაგხვდებათ უღრუბლო ცა, კრიალა ტბა და მთელი შაბათი დღის მეგობრებისა და ოჯახის წევრებთან გატარებისთვის იდეალური გარემო.

 ლისის ტბის მთელი ტერიტორია რამდენიმე ზონად იქნება დაყოფილი:

  • საპიკნიკე ზონაში დაგხვდებათ ფერადი კარვები, ჰამაკები, საქანელები, პლედები და ბალიშები;  
  • სპორტული შეჯიბრებების ზონაში მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გაერთოთ ფრენბურთით, ჰულაჰუპით, მაგიდის ტენისით, გოლიათი შაშით, X&0-თი, ბადმინტონით და სხვა სპორტული აქტივობებით;
  • სკაუტების ზონაში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ განძის მაძიებელთა თამაშში და საინტერესო პრიზებიც დაიმსახუროთ;
  • ასტროზონაში  ასტროფოტოგრაფ დავით დვალის ფოტოგამოფენას დაათვალიერებთ; ასევე გექნებათ შესაძლებლობა ღამისა და დღის ტელესკოპებით დააკვირდეთ ციურ სხეულებს;
  • ინოვაციების სივრცეში წარმოდგენილი იქნებიან: GameLab Iliauni; VRLab Iliauni; FabLab Iliauni;  ასევე გაიმართება მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ახალგაზრდა გამომგონებელთა გამოფენა;
  • ლიგამუსის სივრცეში მოისმენთ სანდრო ასათიანის, ლევან ბერძენიშვილის, ლევან გიგინეიშვილის, ქეთი დევდარიანის, ნინო დობორჯგინიძის, გიგა ზედანიას, ნინო ფირცხალავასა და ზურაბ ჯიშკარიანის საინტერესო მოხსენებებს ხელოვნებაზე, კულტურასა და ხელოვნურ ინტელექტზე;
  • ბავშვებისთვის განკუთვნილ ზონაში პატარების განწყობაზე იზრუნებენ პროფესიონალი ანიმატორები; სახალისო მეცნიერების სივრცეში –მონაწილეობას მიიღებენ ექსპერიმენტებში; ასევე ჩაერთვებიან სახალისო არქეოლოგიის აქტივობებში; დაესწრებიან ძალიან სანახაობრივ აზოტ-შოუსა და საპნის ბუშტების შოუს, რომელსაც ექპერიმენტორიუმი წარმოადგენს;
  • დაბადების დღის მთავარ სცენაზე კი Tbilisi Newcomers 2017 – ფინალური კონცერტი გაიმართება; კონცერტის შემდეგ მოუსმენთ Eko & Vinda Folioს; A. Tabukashvili-ს;
  • დასასრულს ტორტით გაგიმასპინძლდებით და გრანდიოზული ფეიერვერკით გაგაცილებთ.

გაატარეთ მთელი დღე ჩვენთან ერთად!  #ილიაუნი11წლისაა 

პროგრამა

17:00 – 17:30   -  რატი ამაღლობელის სიტყვის სახელოსნო და პროექტი „პოეზია და რეციტაცია“

  • ილიაუნის ჰიმნის პრეზენტაცია  (ტექსტის ავტორი –  რატი ამაღლობელი; მუსიკის ავტორი –  გოგი ძოძუაშვილი)
  • კომპოზიტორ გოგი ძოძუაშვილის მუსიკისა და პოეტ რატი ამაღლობელის პოეტური ტექსტების სინთეზი

17:30 - 19:00 - პანელური დისკუსიების სერია

  • 17:30 – 18:00  - თემა: ხელოვნება და ხელოვნური ინტელექტი
    მომხსენებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, პროექტ ონლაინ ილიაუნის მენეჯერი და ჯეოლაბის რექტორი სანდრო ასათიანი, პროექტ ონლაინ ილიაუნის მენეჯერი ზურა ჯიშკარიანი
    ილიაუნის ჩეთბოთის „უნა“ პრეზენტაცია
  • 18:00 – 19:00  - ხელოვნება კულტურის წინააღდეგ 
    ილიაუნის პროფესორები: ლევან ბერძენიშვილი, ლევან გიგინეიშვილი, გიგა ზედანია, ნინო ფირცხალავა და სცენარისტი ქეთი დევდარიანი

20:00 – 22:00  Tbilisi Newcomers 2017 - ფინალური კონცერტი  #MoosicBreaksFree

22:00 – 23:00   Eko & Vinda Folio

23:00  - 01:00  A. Tabukashvili

დამატებითი ინფორმაციისთვის: 

სივრცეების/ზონების გადანაწილება : https://iliauni.edu.ge/40766.png
დეტალური განრიგი: https://iliauni.edu.ge/40765.png

გელოდებით ყველას!

#ილიაუნი11წლისაა

p.s. თუ მოდიხარ დაბადების დღეზე ツ დაისტატუსე #ილიაუნი11წლისაა

ბანერები