ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მოსწავლეები აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას ესტუმრებიან

ღონისძიებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 15 ნოემბერს, ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ყველაზე აქტიური 42 მოსწავლე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას ეწვევა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ინტერესებისა და ასაკის მოზარდებში:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას;
  • სამყაროს შესწავლისა და შეცნობის სურვილის გაზრდას;
  • ცოდნის და უნარების გაზიარების სურვილის გაზრდას;
  • თანამედროვე მსოფლიოში მეცნიერების როლის გათვითცნობიერებას; 
  • ბავშვების, მოზარდების და მასწავლებლების ჩართვას სასწავლო პროცესში

საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების გამოყენებით.
ამჟამად, ილიაუნის ახალგაზრდა კლუბების წევრია:

  • 35 სკოლა; 
  • 35 მასწავლებელი 
  • 500-მდე მოსწავლე 

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები