ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნიმ კინგსის ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსს თანამშრომლობის ათწლიანი ისტორია აკავშირებს. მათი თანამშრომლობით ათეულობით წარმატებული საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა, მათ შორის ყოველწლიურად ხორციელდებოდა პროექტი „არჩევანი შენია“ მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით და სხვ. 10 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კინგსის საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიას.

დააჯილდოვეს საქართველოს მასშტაბით თითოეულ საგანში (ქართული ენა, ინგლისური, მათემატიკა, ინტელექტის ოლიმპიადა) თითოეული ასაკობრივი კატეგორიიდან 3 მოსწავლე: I, II, III ადგილის მფლობელები.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი გვალიამ.

საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის შესახებ

კინგსი განათლების სფეროში 2012 წლიდან საქმიანობს. ორგანიზაციის მისიაა აამაღლოს ზოგადი განათლების დონე სწავლისადმი მოტივაციის გაზრდითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით.

კინგსის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა საგანმანათლებლო საგნობრივი ოლიმპიადების ორგანიზება II-XII კლასელებისთვის შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური და ინტელექტი.

გარდა საგნობრივი ოლიმპიადებისა, 2018 წლიდან ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტს საქართველოს მასშტაბით.

 2023 წელი

ბანერები