ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი ევროპის დღეზე კახეთში

ღონისძიებები

10 ოქტომბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს ამჯერად კახეთში აღნიშნავს.

გვეწვიეთ ილიაუნის სტენდთან და ნახეთ, რას ქმნიან და იკვლევენ ილიაუნის მეცნიერები.

მეცნიერება და გარემო

  • გაეცანით ეკოლოგიის, ზოოლოგიისა და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სამყაროს
  • შეიტყვეთ, როგორ იკვლევენ მეცნიერები ცოცხალ სამყაროს, გარემოსა და დედამიწაზე მიმდინარე პროცესებს
  • გაიგეთ მეტი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომების შესახებ

ტექნოლოგიური მეწარმეობის ცენტრი & ფაბლაბი

  • გაიცანით ილიაუნის ჰუმანოიდი რობოტი ატომი
  • ჩაერთეთ რობოტიკისა და ინჟინერიის პრაქტიკულ პროცესებში
  • გამოსცადეთ დრონები და Arduino-ზე აწყობილი რობოტები
  • ითამაშეთ STEAM თამაშები და მიიღეთ მონაწილეობა mini battle bot-ების შეჯიბრებაში

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები

  • სტენდზე გაეცნობით ილიაუნის სამეცნიერო პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ვრცლად ევროპის დღის შესახებ: https://tinyurl.com/yc7jzszb

დრო: 10 ოქტომბერი, 12:00-დან 17:00 საათამდე 

ადგილმდებარეობა: მეღვინეობა მოსმიერი, კისისხევი 

2026

ბანერები