ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი ეძებს მოყვარულ ფოტოგრაფებს

ღონისძიებები

ილიაუნი 10 ივნისს ლისის ტბაზე  11 წლის იუბილეს აღნიშნავს. მრავალფეროვანი და  სანახაობრივი ღონისძიებები ერთდროულად გაიმართება ლისის ტბის მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ზონაში  (საჯარო ლექციების ზონა, საბავშვო ზონა, სახალისო მეცნიერების ზონა, ასტროზონა, საპიკნიკე ზონა, სასცენო პროგრამა და ა.შ.).  იმისათვის, რომ დაბადების დღის სრულად აღბეჭდვა მოხერხდეს, სათანამშრომლოდ ვიწვევთ მოყვარულ ფოტოგრაფებს.

თუ გიყვართ ფოტოებზე საინტერესო სანახაობების აღბეჭდვა, გთხოვთ,  შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

აუცილებელი პირობაა, გქონდეთ თქვენი ფოტოაპარატი.

ყველა ფოტოგრაფი, რომელიც დაგვეხმარება, დაჯილდოვდება სიმბოლური საჩუქრით.

ბანერები