ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი 10 წლისაა - შეხვედრა მწერალ ეთგარ კერეთთან

ღონისძიებები

21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით , გაიმართება შეხვედრა მწერალ ეთგარ კერეთთან.

მწერლის შესახებ

ისრაელელი მწერალი და დრამატურგი, ეთგარ კერეთი, დაიბადა რამათ-განში 1967 წელს. ამჟამად ცხოვრობს თელ-ავივში. არის არაერთი პრიზისა და პრემიის ლაურეატი ლიტერატურასა და კინოში. არის ფრანგული ხელოვნებისა და ლიტერატურის რაინდის მედლის მფლობელი. ფილმისთვის „მედუზა“ ის და მისი მეუღლე კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერის“ გამარჯვებულები გახდნენ. ეთგარ კერეთის პიესამ პირველი ადგილი აიღო აკკოს (ისრაელი) ალტერნატიულ თეატრალურ ფესტივალზე. მისი პუბლიკაციები იბეჭდება ისეთ ცნობილ ჟურნალებში, როგორებიცაა „ვოლ სტრიტ ჟურნალი“ , „პარიზ რევიუ“, „ნიუ-იორკერი“. კერეთის მოთხრობები და პიესები თარგმნილია 37 ენაზე, მათ შორის, ქართულად უკვე გამოცემულია „ნებროთმა გარეკა“ (გამომცემლობა „ემ ფაბლიშინგი“) და „უეცრად კარზე აკაკუნებენ“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“). ეთგარ კერეთი ამჟამად ლექციებს კითხულობს ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტში.

მწერალი თბილისში მეორედ ჩამოდის. პირველად 2007 წელს ეწვია გამომცემლობა „ემ ფაბლიშინგის“ მოწვევით.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) 

დრო: 21 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები