ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას წელი - გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია: „თერგი და ილია“

ღონისძიებები

2 ივნისს, პარასკევს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „თერგი და ილია“.

ლექცია ჩატარდება ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180, ხოლო გარდაცვალებიდან 110 წელს ეძღვნება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს ილიას წლად აცხადებს და წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო პროექტს, ღონისძიებასა და კონკურსს გეგმავს.

ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მუდმივად განახლდება. მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/ilias-weli.page

დრო: 2 ივნისი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, (ილია ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები