


ილიას წელი
2017 წელს ილიას დაბადებიდან 180, ხოლო გარდაცვალებიდან 110 წელი სრულდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს ილიას წლად აცხადებს და არაერთ საინტერესო პროექტს, ღონისძიებასა და კონკურსს გეგმავს. მათ შორის:
-
საჯარო ლექციების ციკლი „ილიას მემკვიდრეობა“
3 თებერვლიდან, ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ -
3 თებერვალი - პანელური დისკუსია თემაზე „ილიას მემკვიდრეობა“
- პროფესორ ბელა წიფურიას საჯარო ლექცია: „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია / სეკულარიზაცია“
5 მაისი, 18:30 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ - გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია: „თერგი და ილია“
2 ივნისი, 19:30 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“
-
კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ორგანიზებით, ჩატარდება კონკურსი. კონკურსის შედეგად გამოვავლენთ ახალგაზრდა რეჟისორს, რომელიც ილიას მხატვრული მემკვიდრეობის მოტივებზე სპექტაკლს დადგამს.
კონკურსთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს მომავალში განთავსდება ილიაუნის ვებგვერდზე.
-
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია/სეკულარიზაცია“
24-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
-
ილიას სახლ-მუზეუმის ვირტუალური მოდელის შექმნა
პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს (VR LabIliauni)
-
ვიდეოლექციების ციკლი ილიას შესახებ
პროექტ „ონლაინ ილიაუნის“ ფარგლებში ილუსტრირებული ვიდეოლექციების ციკლი მომზადდება.
-
კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
კონკურსთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს მომავალში განთავსდება ილიაუნის ვებგვერდზე.
-
ინტერაქტიული ვებგვერდი
პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.
ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მუდმივად განახლდება.