ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

ღონისძიებები

15 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი.
გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „გარემოს როლი ადრეული ზრდასრულების იდენტობის ფორმირებაში“ წაიკითხავს პროფესორი ნინო ჯავახიშვილი.

ანოტაცია

ადრეული ზრდასრულობის ცნება შედარებით ახალი კონსტრუქტია განვითარების ფსიქოლოგიაში, თუმცა, დღეისათვის უკვე შესწავლილია მისი იდენტობის ფორმირების ძირითადი თავისებურებები, რომლებიც უნივერსალურია. ამავე დროს, მკვლევრებმა აღიარეს, რომ გარემო მნიშვნლოვან გავლენას ახდენს იდენტობის ფორმირებაზე. ჩვენი კვლევები სწორედ გარემოს/კონტექსტის როლის შესწავლის მიმართულებით განხორციელდა, აღმოჩნდა, რომ ქართველი ახალგაზრდების იდენტობის ფორმირება გარემოს გამო განსხვავებულად მიმდინარეობს.

  • მოხსენებას თემაზე „ოჯახის ძალადობის მსხვერპლების ფსიქოლოგიური მორგება“ წაიკითხავს მაკა ლორთქიფანიძე.

ანოტაცია

კვლევები აჩვენებს, რომ სტრესის განცდა აუარესებს ადამიანის ფსიქოლოგიური მორგების მაჩვენებლებს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები გამონაკლისი არაა, ნაჩვენებია, რომ მათ აქვთ მომატებული შფოთვა და დეპრესია. ჩვენი კვლევის სიახლე ის გახლავთ, რომ შევისწავლეთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მორგების კიდევ ერთი მაჩვენებელი - ცხოვრებით კმაყოფილება; გარდა ამისა, თავად სტრესორის - ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა. ოჯახში ძალადობის გავლენა დეპრესიაზე, შფოთვაზე და ცხოვრებით კმაყოფილებაზე შევისწავლეთ სოციალური მხარდაჭერის ფონზე.

დრო: 15 დეკემბერი, 17: 00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები