ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებები 26 მაისს

ღონისძიებები

26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთ საინტერესო აქტივობას გთავაზობთ: 

ილიაუნის სტენდთან თქვენ:

  • მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას ილიაუნის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით;
  • ნახავთ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებს ენტომოლოგიის, გეოლოგიის, ეკოლოგიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით;
  • ილიაუნის GameLab-ის ოკულუსების საშუალებით, ვირტუალურად ”იმოგზაურებთ” ილიაუნის ლაბორატორიებში; ასევე - გაეცნობით 3D ეფექტის ვიზუალებს (მაგ: საშიშ ატრაქციონს და სხვ.);
  • ილიაუნის FABLAB-ის კუთხეში გაეცნობით 3D პრინტერის - ადამიანის სკანირების სისტემის - მუშაობის პრინციპს; აქვე მოეწყობა ილიაუნის სტუდენტების მიერ FabLab Iliauni-ში შექმნილი ნაკეთობების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც;
  • შეძლებთ გაეცნოთ ილიაუნიში შექმნილ სეისმურობის საზომს და სხვა დანადგარებს;
  • ილიაუნის ბიბლიოთეკის და წიგნის სახლ ”ლიგამუსის” კარავში ილიაუნის მიერ გამოცემულ წიგნებს შეიძენთ საგამომცემლო ფასად; აქვე, შესაძლებლობა გექნებათ, მოუსმინოთ ელექტროაკუსტიკურ მუსიკას ვიდეოინსტალაციების თანხლებით. მუსიკის ავტორები არიან ილიაუნის ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის მიმართულების სტუდენტები.
  • ილიაუნის სტენდის წინ მოწყობილ სმარტ-ფოტოკაბინაში უფასოდ გადაიღებთ სამახსოვრო ფოტოებს.

სასცენო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის მუსიკის მიმართულების სტუდენტები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი (ხელმძღვანელი პროფ. თამაზ გაბისონია)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზის მიმართულების სტუდენტები (ხელმძღვანელი ირინე ებრალიძე)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი სტუდენტური ანსამბლი „კონსილია“ (ხელმძღვანელი რეზო კიკნაძე)
 

დრო: 10:00-19:00 საათი
 
ადგილმდებარეობა: რუსთაველის გამზირი (ოპერის მიმდებარე ტერიტორია) 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები