ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჰანს ულრიხ გუმბრეხტის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი წაიკითხავს საჯარო ლექციას „აქვს და სჭირდება თუ არა სილიკონის ველს ეპისტემოლოგია?“ ("Does Silicon Valley Have and Need An Epistemology?“).

ფილოსოფოსი ჰეგელი ოცდამეერთე საუკუნეში რომ დაბრუნებულიყო და კვლავ დაესვა თავისი აკვიატებული შეკითხვა – „სად მყოფობს გონი?“, იძულებული იქნებოდა, ყურადღება მიეპყრო ავანგარდისტი ინჟინრებისკენ, რომლებიც სილიკონის ველზე ხელოვნურ ინტელექტს ქმნიან. ტრადიციული აზროვნების ინტელექტუალებს შორის მათ ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვთ, ვინაიდან ისინი ვერ თავსდებიან აზროვნების იმ დამკვიდრებულ ჩარჩოებში, რომლებიც ბევრი ჩვენგანისთვის „ფილოსოფიასთან“ ასოცირდება.

თუმცა, სჭირდებათ კი მათ გონების ეპისტემოლოგიური ჩარჩო? რა არის მათი საოცარი და საშიში პროდუქტიულობის მიზეზი?

მომხსენებლის შესახებ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურათმცოდნე და კულტურის თეორეტიკოსია. ის არის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, როგორც ფრანგული, ესპანური, გერმანული და პორტუგალიური ლიტერატურის, ისე ევროპული ფილოსოფიური ტრადიციის მცოდნე და სპეციალისტი. მას ეკუთვნის წიგნები: „ფილოლოგიის ძალა“, „1926. ცხოვრება დროის ზღვარზე“, „ათლეტური მშვენიერების ქება“, „დიდი რომანისტების ცხოვრება და სიკვდილი", „დასწრებულობის წარმოება“ და სხვა მრავალ ენაზე თარგმნილი ნაშრომები.


სამუშაო ენა:
ინგლისური

დრო: 22 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები