ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გერმანელი არქიტექტორის, მარკუს პენელის, დისკუსია: No Old No City!

ღონისძიებები

21-25 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ორგანიზებით, ილიაუნის ეწვევა გერმანელი არქიტექტორი და ქალაქდამგეგმარებელი, O&O Baukunst სახელოსნოს ბერლინის ოფისის ხელმძღვანელი, მარკუს პენელი. იგი ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებთან ერთად იმუშავებს პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს ქალაქში არსებული მიტოვებული ინდუსტრიული ნაგებობების გამოყენებით ფუნქციურად ახალი უბნების ჩამოყალიბებას და არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას. მარკუს პენელი ილიაუნის სტუდენტებს წარუდგენს რამდენიმე საკუთარ პროექტს და განიხილავს არსებულ ტენდენციებს მდგრადი არქიტექტურის კუთხით.

25 ნოემბერს, 17:30 საათზე „იმფაქტჰაბში“ („ფაბრიკა“) მარკუს პენელი გაუძღვება დისკუსიას თემაზე: No Old No City! დისკუსიაზე განხილული იქნება ძველის ტრანსფორმაცია და მეორეული გამოყენების სტრატეგიები.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

ბანერები