ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„განათლება და ჰოლოკოსტი“ – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

ღონისძიებები

27 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში საქართველოს სახალხო დამცველი და მასთან  არსებული ტოლერანტობის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ებრაელ ქალთა საბჭოსთან თანამშრომლობით სტუდენტებისთვის გამართავს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

საერთაშორისო დღის 2023 წლის თემაა „განათლება და ჰოლოკოსტი“.

შეხვედრა გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოში ისრაელის ელჩის, USAID-ის დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის წარმომადგენლისა და ებრაელ ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის მისალმებებით.

შეხვედრაზე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მიმოიხილავს ვიქტორ ფრანკლის წიგნს „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“

ღონისძიებას გამართავს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია მხარდაჭერით“, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.

ღონისძიების განრიგი იხ. თანდართული ფაილის სახით.

დრო: 27 იანვარი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. 1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები