ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გამოფენის „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“ ტური ილიაუნის სტუდენტებისათვის

ღონისძიებები

14 დეკემბერს, 17:00 საათზე, კლუბ KHIDI-ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში სპეციალურად ილიაუნის სტუდენტებისთვის მოეწყობა საგამოფენო ტური, სადაც კურატორები თავად გააცნობენ სტუდენტებს გამოფენის „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“ კონცეფციასა და ნამუშევრებს.

საგამოფენო ტური სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში მოეწყობა.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/2BcPcXP

მონაწილეობის მიღებას პირველი 25 სტუდენტი შეძლებს.

ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ილიაუნი.

გამოფენა „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“ 7 დეკემბერს გაიხსნა.
მისი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გამოფენის ფარგლებში მოეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექციები. გამოფენის საორგანიზაციო ნაწილში ჩართულები იქნებიან და სტაჟირებას გაივლიან ილიაუნის სტუდენტები. ასევე სპეციალურად მათთვის პერიოდულად მოეწყობა საგამოფენო ტურები.

ბანერები