ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფოტოგამოფენა „სიტყვები ცეცხლის ალში“ და გამომცემლობა „სიესტის“ „უკრაინული ბიბლიოთეკის“ წარდგენა

ღონისძიებები

19 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ფოტოგამოფენა „სიტყვები ცეცხლის ალში“ და გამომცემლობა „სიესტა“ წარადგენს „უკრაინული ბიბლიოთეკის“ სერიით გამოცემულ წიგნებს.

24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ანტიჰუმანურ შედეგებზე და უკრაინისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვას.

გამოფენა ასახავს კულტურული გენოციდის ფაქტებს – უკრაინაში ბიბლიოთეკების, გამომცემლობების, ბავშვთა საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეების განადგურებას. ექსპოზიციის მიზანია აჩვენოს, რომ განათლებასა და კულტურაზე თავდასხმები მიზანმიმართული აგრესიის ნაწილია, რომელიც უკრაინულ იდენტობას ებრძვის.

გამომცემლობა „სიესტა“ წარადგენს ქართულ ენაზე თარგმნილ ხუთ უკრაინულ წიგნს.

ღონისძიების ორგანიზატორები: საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, უკრაინული სახლი თბილისში, გამომცემლობა „სიესტა“

პარტნიორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინის საელჩო საქართველოში

დრო: 19 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები