ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ფორბსის“ კლუბში: ნინა კობახიძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

2 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საჯარო ლექციას წაიკითხავს სადაზღვევო კომპანია „Global Benefits Georgia“-ს გენერალური დირექტორი, ნინა კობახიძე. სხვადასხვა დროს ნინა კობახიძე იყო მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და კომპანია „Gras Savoye International“-ის მმართველი დირექტორი.

ნინა კობახიძე ბიზნესში „Global Benefits Georgia“-სთან ერთად დაბრუნდა. ბაზარზე დღეს არსებული 14 კომპანიიდან გამოკვეთილი ლიდერი მხოლოდ სამია და მათი მთლიანი წილი ბაზრის 58%-ს შეადგენს. ნინა კობახიძის კომპანია თავის ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი ხელწერის შემოტანას – ეს იქნება ინოვაციური პროდუქტები და მოქნილი, ინდივიდუალური მიდგომა პარტნიორებთან.

ნინა კობახიძის ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ.

სტატიისთვის მიჰყევით ბმულს: http://forbes.ge/news/1913/axali-safexuri

დრო: 2 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 („ფორბსის“) აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5 (ვაკის პარკის პირდაპირ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2017 წელი

ბანერები