ღონისძიებები
29 მაისი, 2026
ღონისძიებები
27 აპრილი, 2026
ახალი ამბები
12 ივნისი, 2026
ESN Georgia-ის საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისთვის
ღონისძიებები
7 მაისს, 12:00-დან 15:00 სთ-მდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ერასმუსის სტუდენტური ქსელი საქართველო ESN Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას Erasmus+ შესაძლებლობებზე სასაუბროდ.
შეხვედრაზე გამოცდილი მოხალისეები ისაუბრებენ ევროპაში სხვადასხვა ტიპის მობილობის შესაძლებლობებზე და შემდეგ თემებზე:
- ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები და ტრენინგები, მოხალისეობა;
- კრედიტული მობილობა უნივერსიტეტში;
- ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამები.
მოხალისეები სტუდენტებს ასევე გაუზიარებენ გამოცდილებას და მისცემენ პრაქტიკულ რჩევებს წარმატებული განაცხადის მოსამზადებლად.
დრო: 7 მაისი, 12:00-15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
2026