სტარტაპის აქსელერატორების შეხვედრა – Accelerators Showcase
ღონისძიებები
4 ივნისს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება Startup Grind-ის ღონისძიება „სტარტაპის აქსელერატორების შეხვედრა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი აქსელერატორები: 500 Global, Plug and Play, 2080 Ventures და Startupbootcamp Georgia.
სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები შეხვდებიან მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორების წარმომადგენლებს და გაიგებენ, როგორ შეიძლება მათი სტარტაპი გლობალური პროგრამების ნაწილი გახდეს.
მოწვეული მომხსენებლები აუდიტორიას დეტალურად გაუზიარებენ ინფორმაციას, რას ეძებენ აქსელერატორები სტარტაპებში, როგორ მუშაობს მათი პროგრამები, რა ტიპის მხარდაჭერასა და დაფინანსებას სთავაზობენ გუნდებს და როგორ მიმდინარეობს შერჩევისა თუ განაცხადის შეტანის პროცესი.
ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა დამფუძნებლებისთვის, მკვლევრებისა და ტექნოლოგიების, ინოვაციებისა თუ სტარტაპების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
ილიაუნის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომლებისთვის შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://shorturl.at/JN9Dn
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 4 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
2026