ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ერიკა ბენერის საჯარო ლექცია „სჭირდება თუ არა დემოკრატიას ნაციონალიზმი?“

ღონისძიებები

25 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მწერლისა და მკვლევრის ერიკა ბენერის ლექცია „სჭირდება თუ არა დემოკრატიას ნაციონალიზმი?“

ლექციას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჰანს გუტბროდი.

დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 23 მაისისა.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/38JePnX

ლექციის შესახებ:

უკიდურესი ნაციონალიზმის აღზევება დღეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა დემოკრატიისთვის. მაგრამ როდესაც ლიბერალური დემოკრატიის დამცველთა უმეტეს ნაწილს სურს ნაციონალიზმის ჩამოშორება პოლიტიკური ასპარეზიდან, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ დემოკრატიებმა უნდა მიიღოს ეროვნული ღირებულებები და გააძლიეროს ეროვნული იდენტობები, თუ მათ გადარჩენა სურთ. არიან ისინი მართლები? რა რისკებს შეიცავს ნაციონალიზმზე დაყრდნობა ჩვენს დაზიანებულ დემოკრატიათა აღსადგენად?

ერიკა ბენერის ბიოგრაფია

მწერალი და მეცნიერი ერიკა ბენერი მორალურ და პოლიტიკურ აზროვნებაზე მუშაობს. ასწავლიდა ოქსფორდში, ლონდონის ეკონომიკის სკოლასა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. მან ახლახან გამოსცა არაერთი ცნობილი წიგნი მაკიაველის შესახებ (იხ. http://www.ericabenner.com/). 1990-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა ნაციონალიზმზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორია.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 25 მაისი, 15:00 საათი

Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3ahS2jI

2022

ბანერები