ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

EPRC/PPRTC-ის სალექციო კურსი ილიაუნის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის

ღონისძიებები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ორგანიზებით, იწყება ლექციათა ციკლი საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე. სალექციო კურსი მომზადებულია სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებისა და ორგანიზატორების მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ევროინტეგრაცია და ამ პროცესის გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე; კერძო სექტორის - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები; ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი; ანტიევროპული ნარატივი ქართულ მედიაში და სხვა. ლექციებს წაიკითხავენ საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საჯარო სექტორის რეფორმებში, საერთაშორისო მოლაპარაკებებში ან/და კვლევით საქმიანობებში.

ლექციათა პირველი სერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-დან 29 აპრილის ჩათვლით ჩატარდება, თუმცა LAD-ის კურსდამთავრებულების აქტიური ჩართულობით EPRC-ის და PPRTC-ის ერთობლივი პროექტი გაგრძელდება და სტუდენტების წინაშე, მოწვეული ლექტორების რანგში, საჯარო და სამოქალაქო სექტორების სხვა ლიდერებიც წარდგებიან.

5 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ინიციატივით შემუშავებული ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია.

მომხსენებელი      თარიღი დრო თემა
       
გიგი გიგიაძე 5 აპრ.  19:00 ევროინტეგრაცია და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი
ბათუ ქუთელია 12აპრ.  19:00 უსაფრთხოება და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები
შიო ხეცურიანი 14აპრ  19:00 კარგი მმართველობა: ევროინტეგრაციის ვალდებულებები საქართველოსთვის
თამარ ხორბალაძე 19აპრ  19:00 სიძულვილის ენა და ანტიევროპული პროპაგანდა ქართულ მედიაში
ირინა კვახაძე 26აპრ  19:00 ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი სარგებელი კერძო სექტორის განვითარებისათვის
ირინა გურული 29აპრ 19:00 ევროკავშირის რეგულაციები - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები
გიორგი ქადაგიძე TBD  19:00 TBD


ადგილმდებარეობა:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია , ქ. ჩოლოყაშვილის 3/5

ბანერები