ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ სიჟბოლტ ნურდას მოხსენება: „ცოცხალი ღირებულებები უნივერსიტეტში“

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორი სიჯბოლტ ნოორდა წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ცოცხალი ღირებულებები უნივერსიტეტში“.

დოქტორი სიჯბოლტ ნოორდა ამსტერდამის უნივერსიტეტის ემერიტუსი პრეზიდენტია. წარსულში ჰოლანდიის კვლევითი უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საბჭოს წევრი იყო. იგი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრია; ატარებს ლექციებს და წერს უმაღლესი განათლების საკითხებზე. მუდმივად მიმოიხილავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში.

ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/eDtwh

დოქტორი სიჯბოლტ ნოორდა ხელმძღვანელობდა ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ჩართული იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპილოტე ავტორიზების პროცესში.

დრო: 19 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობაწიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ N33), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

ბანერები