ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ მატიას რიდლის საჯარო ლექცია: „აპოკალიფსური ძალადობა და გლობალური კრიზისის ხედვა“

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მატიას რიდლი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აპოკალიფსური ძალადობა და გლობალური კრიზისის ხედვა“ („Apocalyptic Violence and the Vision of Global Crisis“).

მომხსენებლის შესახებ

მატიას რიდლი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რელიგიურ სწავლებათა ცენტრის მკვლევარია. სხვადასხვა დროს მატიას რიდლი ასწავლიდა ლიონის, დუკის, ერლანგენ-ნურემბერგის უნივერსიტეტებში; ხელმძღვანელობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ არაერთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას.

მატიას რიდლის კვლევის ინტერესებში შედის: ადრეული თანამედროვე ეპოქა, ეკლესიის ისტორია, თეოლოგიის ისტორია, რეფორმაციის ხანა, რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება, რელიგია და პოლიტიკა და ა.შ.
მის ნამუშევრებს შორისაა: „Living in the Future – Proleptic Existence in Religion, Politics and Art“, „Dante and the Politics of Universal Mankind“, „The Secular Sphere in Western Theology - A Historical Reconsideration“ და ა.შ.

ლექცია ჩატარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 13 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები