ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ იულის საჯარო ლექცია: ეკლესიის და რელიგიური გაერთიანებების როლი გერმანიაში სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პროცესში

ღონისძიებები

8 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, ვიუტემბერგის ლუთერანული ეკლესიის არქიეპისკოპოსი, დოქტორი  იული წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ეკლესიის და რელიგიური გაერთიანებების როლი გერმანიაში სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პროცესში“.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი იული 1975-80 წლებში სწავლობდა ევანგელისტურ თეოლოგიას ტიუბინგენსა და ვენაში. 1983 წლიდან იყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე სამეცნიერო ასისტენტი რელიგიის ფილოსოფიის მიმართულებით. 2005 წლის 10 მარტს, ვიუტემბერგის ევანგელისტური სამხარეო სინოდმა იგი აირჩია ვიუტემბერგის სამხარეო ეკლესიის ეპისკოპოსად.

2010 წელს დოქტორი იული ლუთერანული მსოფლიო კავშირის ვიცეპრეზიდენტი გახდა.

დრო: 8 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები