ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ ირინა მარკეზინის საჯარო ლექცია: „ხარ თუ არა უკვდავი? უმბერტო ეკო და სხვები კითხვის შესახებ“

ღონისძიებები

22 იანვარს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ბოლონიიის უნივერსიტეტის ლექტორი, დოქტორი ირინა მარკეზინი წაიკითხავს ლექციას: „ხარ თუ არა უკვდავი? უმბერტო ეკო და სხვები კითხვის შესახებ“

იტალიელი მწერლისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, უმბერტო ეკოს თანახმად: „70 წლის ასაკისთვის მათ, ვინც წიგნებს არ კითხულობდა, მხოლოდ ერთი ცხოვრება ექნებათ გავლილი – საკუთარი! მათ კი, ვინც კითხულობდა – 5000. ისინი იქ იყვნენ, როცა კაენმა მოკლა აბელი, როცა რენცომ იქორწინა ლუჩიაზე, როცა ლეოპარდი ტკბებოდა უსასრულობით...რადგან ლიტერატურა შებრუნებული უკვდავებაა“. მოხსენებაში, ამ დაშვებაზე დაყრდნობით, კითხვის პროცესი განხილული იქნება კომპარატისტული პერსპექტივიდან. ცალკეული მაგალითები მოიცავს იტალიელ და რუსული წარმოშობის ამერიკელ ავტორებს: უმბერტო ეკოს, იტალო კალვინოს, ალესანდრო მანძონის, ვლადიმერ ნაბოკოვს.

დოქტორი ირინა მარკეზინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტში იმყოფება პროგრამით Erasmus +, აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 22 იანვარი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები