ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯუია ჯადიდიანის საჯარო ლექცია „სილიკონის ველის სტარტაპ კულტურა“

ღონისძიებები

25 ნოემბერს, 10:30  საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში კომპანია ეფლის თანამშრომელი ჯუია ჯადიდიანი გამართავს შეხვედრას თემაზე: „სილიკონის ველის სტარტაპ კულტურა”.

გიფიქრიათ, სილიკონის ველი რატომ გახდა და დღემდე რატომაა უნიკორნი სტარტაპების ცენტრი ყველა დარგში? როგორ იზიდავს ეს ადგილი ტექნოლოგიების გურუებს, მეწარმეებსა და ბიზნესმენებს? ჯუია ჯადიდიანი, ეფლის წამყვანი ტექნოლოგი, ისაუბრებს იმ კულტურასა და პროცესებზე, რომლებმაც მსოფლიოს ამ კუთხეს განვითარების განსაკუთრებული ბიძგი მისცა. იგი განიხილავს ტოპტექნოლოგიურ მიმართულებებს ყველაზე კარგად დაფინანსებულ სტარტაპებს შორს და დეტალურად ისაუბრებს ყველაზე წარმატებულ მაგალითებზე. დასასრულ განიხილავს, რა პროცესები სჭირდება ახალი იდეის გარდაქმნას წარმატებულ ბიზნესად: როგორ ყალიბდება იდეის ირგვლივ ხედვა და გუნდი, სხვადასხვა ეტაპზე როგორ ხდება დაფინანსების მოზიდვა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ბაზარზე გატანა და მასშტაბირება.

მომხსენებლის შესახებ

ჯუია ჯადიდიანმა 2013 წელს მიიღო დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ელექტრულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტში. 2013-2014 წლებში იქვე მუშაობდა ორ სტარტაპზე. ორივე მათგანი დღეს წარმატებულად მუშაობს სამომხმარებლო ელექტრონიკისა და ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით. 2014 წელს ჯუია შეუერთდა კომპანია ეფლს, სადაც იგი ხელმძღვანელობს სპეციალურ ჯგუფს, რომელიც გამოყენებითი მანქანური დასწავლისა და ავტონომიური სისტემების კვლევების მიმართულებით მუშაობს.

დრო: 25 ნოემბერი, 10:30 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები