ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

22-24 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციასთან (International Association for Group Psychotherapy and Group Processes, IAGP) ერთად გამართავს კონფერენციას ჯგუფური ფსიქოთერაპიის შესახებ.

კონფერენციის მომხსენებლები და თემატიკა:

22 იანვარი

  • „ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის ისტორია და სამომავლო პერსპექტივები“

მომხსენებელი: რიჩარდ ბეკი (აშშ) – ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი;

  • მიგრაციით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმისა და კრიზისის სფეროში წვლილის შეტანა, როგორც გამოწვევა ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციისთვის“

მომხსენებელი: ქეთრინ მელა – MD (საბერძნეთი), ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, კვლევითი კომიტეტის ხელმძღვანელი;

  • „ჟურნალის “DER NEUE DAIMON” საუკუნოვანი იუბილე ავსტრიული პერსპექტივით“

მომხსენებელი: მაიკლ ვიზერი – PhD, ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაცია (ავსტრია).

23 იანვარი

  • „მეტი სპონტანურობა, ნაკლები შფოთვა. შეგვიძლია სპონტანურობის გაზომვა?“

მომხსენებლები: გალაბინა ტარაშოევა – MD; პეტრა მარინოვა-ჯამბაზოვა – MD, PhD, Psychodrama Center & Psychiatric Practice Orpheus (სოფია, ბულგარეთი);

  • „ფსიქოთერაპიული პრაქტიკის ინტეგრაცია: ინსაიტზე დამყარებული გაგება“ 

მომხსენებელი: მონა რაკავი (ეგვიპტე);

  • „მულტი-სენსორული რიტუალებისა და მკურნალობის და თერაპიის პროცესში მათი მნიშვნელობის შესწავლა. ინდური გამოცდილება“

მომხსენებელი: მაგდალენ იეიარათნამი (ინდოეთი).

24 იანვარი

  • „ფსიქოდრამა და სოციალური როლის კვლევა“

მომხსენებელი: მარსია ალმეიდა ბატისტა (ბრაზილია);

  • „სოციალური სიზმრის მატრიცა (Social Dreaming Matrix) როგორც კვლევის მეთოდი: „ბაზისური მითი“-დან სიზმრებამდე, როგორც სემიოფორებამდე“

მომხსენებელი: დომენიკო აგრესტა (იტალია).

 

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი)

დრო: 22 იანვარი, 19:00-21:00 საათი
23 იანვარი, 19:00-21:00 საათი
24 იანვარი, 19:00-20:30 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები