ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

15 დეკემბერს,19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირინა ვარდანაშვილი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას: „წინარწმენის მრავალფეროვანი ბუნება“.

წინარწმენას მრავალფეროვანი ბუნება აქვს – ის დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ ვის აქვს ეს წინარწმენა, არამედ იმაზეც, ადამიანი ვის მიმართ განიცდის წინარწმენას. ეს ფართო პოსტულატი გავამდიდრეთ ჩვენ მიერ ჩატარებული უახლესი კვლევებით 528 და 611 სტუდენტიან შერჩევებზე, რომელშიც წინარწმენა ბოგარდუსის სოციალური დისტანციის სკალის მოდიფიცირებული ვარიანტით გავზომეთ. ამან საშუალება მოგვცა, გამოგვეყო წინარწმენის მინიმუმ ორი, მეტად და ნაკლებად სენსიტიური ფორმა. მათი რაოდენობა იზრდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისადმი დამოკიდებულების მიხედვით. წინარწმენის ცნების ასეთმა დაშლამ ასევე საშუალება მოგვცა, გაგვეცა პასუხი კითხვებზე, რომლებიც ამჟამად დებატების საგანია, ესენია:რა როლს თამაშობს გენდერული სხვაობები წინარწმენაში, რა როლს თამაშობს რელიგიურობა და მისი სხვადასხვა ასპექტი წინარწმენაში.

დრო: 15 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები