ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დევიდ კრამერისა და კეტრინ სტონერის საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

18 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში საჯარო ლექციას წაიკითხავენ 
მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ორგანიზაცია
Freedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი, დევიდ კრამერი, და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, 
განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL)
 გამოჩენილი მკვლევარი, სტენფორდის უნივერსიტეტის
საერთაშორისო პოლიტიკის სწავლების Ford Dorsey პროგრამის ხელმძღვანელი, კეტრინ სტონერი.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, დევიდ კრამერსა და კეტრინ სტონერს მიენიჭებათ ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება.

ლექციის თემა: პუტინის რუსეთი: მიმდინარე მოვლენები და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები

ლექციაზე განიხილება შემდეგი საკითხები:  რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განვითარება და ამ პროცესების კავშირი რეგიონული უსაფრთხოების ისეთ გამოწვევებთან, როგორებიცაა: ომი უკრაინასა და სირიაში; მწვავე დაპირისპირება ნატოსთან და ევროკავშირთან; ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მეზობელი ქვეყნების დაბრკოლებები და სხვა.

შეხვედრა ტარდება პროგრამის - ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD) - ფარგლებში, რომელიც სტენფორდის 
უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა ( CDDRL)
 და  ეკონომიკური კვლევის ცენტრის (EPRC) თანამშრომლობით, 2016 წლის 18-22 იანვარს არის დაგეგმილი.

საქართველოში პროგრამის - ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD) - მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დევიდ კრამერის ბიოგრაფია ვრცლად 

კეტრინ სტონერის ბიოგრაფია ვრცლად

ლექციის ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდება კითხვა-პასუხის რეჟიმში)

ლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული ქართული თარგმანი)

დრო: 18 იანვარი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები