ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დათო სამნიაშვილის ღია ლექცია: ლიტერატურა და ჩეთბოტები

ღონისძიებები

8 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მესამე ღია ლექციას გამართავს მწერალი დათო სამნიაშვილი.  

ლექციის თემა: ლიტერატურა და ჩეთბოტები

ჩეთბოტებს ხშირად ინტერაქციულ წიგნებადაც მოიხსენიებენ. კავშირი ლიტერატურასა და ჩეთბოტს შორის ნამდვილად დიდია. როგორ იწერება დიალოგი, როგორ იქმნება პერსონაჟი, როგორ იქმნება თანმიმდევრული ტექსტი – ამ ყველაფრის შესახებ მწერლის პერსპექტივებიდან დათო სამნიაშვილი ისაუბრებს.

ლექციის დასრულების შემდეგ ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პრაქტიკულ ვორკშოპს, რომელსაც ჩაატარებს ანიმა ჩეთბოტიქსის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ გოჩიაშვილი.  

ვორკშოპის თემა: რა სირთულეებია პლატფორმაზე მუშაობისას?   

დრო: 8 თებერვალი, 19:00 საათი

ფორმატი: დისტანციური პლატფორმა ზუმის გამოყენებით 

ლექციასა და ვორკშოპზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს:  

ჰაკათონის შესახებ ვრცლად:shorturl.at/akT68

 

ბანერები