ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჩემპიონატი მინიფეხბურთში

ღონისძიებები

3 აპრილიდან 17 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ვაჟთა შორის მინიფეხბურთში. ტურნირი ჩატარდება ილიაუნის E კორპუსის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანზე. ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში შესაძლებელია მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 8 სტუდენტის შეყვანა.

მატჩი შედგება ორი 12-წუთიანი ტაიმისგან 5-წუთიანი შესვენებით.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი მინიფეხბურთში. I, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებსა და სიგელებს.

ჩემპიონატის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით დებულებას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე:
https://goo.gl/kSi618

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 მარტი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები