ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბოტანიკის ინსტიტუტის ანგარიში - სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

11 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კიკვიძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში  წარადგენს ანგარიშს „ეთნობოტანიკური კვლევები საქართველოში“.

ანგარიში ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში 2012 წლიდან მიმდინარე საერთაშორისო კვლევითი პროექტის შედეგებს.

ეთნობოტანიკური ანუ ხალხური ცოდნა მცენარეების შესახებ ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი კომპონენტია, ხოლო ამ ტრადიციული ცოდნის მეცნიერული დოკუმენტირება და ანალიზი - თანამედროვე ეთნობოტანიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ეთნობოტანიკა ამას აღწევს ბოტანიკისა და ეკოლოგიის შეერთებით ეთნოგრაფიასთან, არქეოლოგიასთან, ლინგვისტიკასთან, ხელოვნებათმცოდნეობასა და სხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ დისციპლინებთან.

დრო:11 დეკემბერი, 19:00 საათი;

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5

დასწრება თავისუფალია.


 

ბანერები