ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახლო კოსმოსისა და მზე-დედამიწის კავშირების შესახებ – ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

ღონისძიებები

1-ელ ოქტომბერს, 15:30-16:00 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე  უფროსკლასელებს უმასპინძლებს ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მაია თოდუა, რომელიც მათ კოსმოსში მიმდინარე მოვლენის – კოსმოსური ამინდის შესახებ მოუყვება.

ახლო კოსმოსი დიდ გავლენას ახდენს დედამიწასა და მის ატმოსფეროზე. დღეს კაცობრიობის ცხოვრება წარმოუდგენელია კომუნიკაციების, სანავიგაციო სისტემების, დედამიწის თანამგზავრების გარეშე. მათი ფუნქციონირება კი დამოკიდებულია მზესა და ახლო კოსმოსში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც ასევე მოქმედებენ ატმოსფერო-იონოსფეროზე, რასაც კოსმოსურ ამინდს უწოდებენ. კოსმოსური ამინდი ძალზე ცვალებადია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შესწავლა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები ამ დარგში. ილიაუნი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელშიც ამ მიმართულების სასწავლო პროგრამები არსებობს.

დრო: 1 ოქტომბერი, 15:30-16:00 საათი

სამუშაო ენა: ქართული

ადგილმდებარეობა: ალექსანდრე ქართველის სამკითხველო დარბაზი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3-5, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი, T402 

2022 წელი

ბანერები