ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახალი სასერტიფიკატო კურსის „კლიმატის ცვლილება“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

13 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება ახალი სასერტიფიკატო კურსის „კლიმატის ცვლილება“ პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდგომ საჯარო ლექციას წაიკითხავს  საერთაშორისო ექსპერტი, ჰანს ვეროლმე. ქართველი ექსპერტები კი, ისაუბრებენ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

ღონისძიება იმართება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ანალიტიკური ცენტრის, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო სექტორისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების შესაძებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის კუთხით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ აქტუალურ კვლევებში. კლიმატის ცვლილების ახალი სასერტიფიკატო კურსი ამ მიმართულების გადადგმული შემდგომი ნაბიჯი იქნება, რაც ქვეყნას დაეხმარება მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის და მისი შერბილების პროცესების წარმატებით განხორციელებაში.

სასერტიფიკატო კურსის მიზანი

სასერტიფიკატო კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია გლობალური კლიმატის ცვლილების და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საფრთხეების შესახებ, გაააცნოს მათი შერბილების და შეგუების შესაძლებლობები, ამ მიმართულებით საერთაშორისო
თანამშრომლობის პროცესები და მათში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობები.

ჰანს ვეროლმეს შესახებ

ჰანს ვეროლმე 20 წელია კლიმატის ცვლილებების საკითხებზე მუშაობს. ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს. სხვადასხვა დროს იყო ვაშინგტონში ბრიტანეთის საელჩოს უფროსი მრჩეველი და WWF-ის დირექტორი. 2008 წელს დააფუძნა საერთაშორისო ქსლი, რომელიც კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებაზეა ორიენტირებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჰანს ვეროლმე არის აშშ-ს კლიმატის სამოქმედო ქსელის (CAN) საბჭოს წევრი.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 13 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია



მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები