ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახალი სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში" ღია კარის დღე

ღონისძიებები

15 ივნისს, 15:00 საათზე, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში" ღია კარის დღე ჰიბრიდული ფორმატით.

დაინტერესებული პირები დასწრებას შეძლებენ როგორც ილიაუნის თეატრში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ისე ონლაინ შემდეგი ბმულის მეშვეობით:  https://bit.ly/3Q6JSLi

ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3Q0CKjD

ღია კარის დღის სტუმრებს შეუძლიათ დაესწრონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სპექტაკლებს:

  • 16-17 ივნისი – ეჟენ იონესკოს „სკამები“
  • 25-26 ივნისი – ვალენტინ კრასნოგოროვის „კედელი“
  • 2-3 ივლისი – ალექს ჩიღვინაძის „უხერხემლო“

ღია კარის დღესა და სპექტაკლებზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3zm5vl8

2022 წელი

ბანერები