ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები

ღონისძიებები

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გარკვეულ ღონისძიებებს მართავენ.

წელს ილიაუნის A კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ. №32) ფასადზე გადმოიფინება ლურჯი ფერის დიდი ბანერი, რომელიც გამვლელებს შეახსენებს, რომ აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების თვეა.

ასევე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში იქნება ფოტოგადაღებები ნებისმიერი მსურველისთვის - შეგიძლიათ, მობრძანდეთ ინსტიტუტში და თავსატეხის (ფაზლის) ფერადი ნაწილებით სპეციალურად შექმნილი ბანერის ფონზე, სპეციალური მაისურებით გადაიღოთ ფოტოები, რომლებიც განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე. ფოტოგადაღებები იქნება 2-3 აპრილს, 13:00-დან 17:00 საათამდე. მისამართისთვის იხილეთ რუკა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაცენტრმა შექმნა 30-წამიანი ვიდეორგოლი, რომელშიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და თერაპევტები საზოგადოებას აწვდიან იმ ძირითად შეტყობინებებს, რომლებიც ყურადსაღებია.

აპრილს, 17:00 საათზე,  ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დისკუსია თემაზე - აუტიზმი და საზოგადოება
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: სოფიო კერესელიძე (მშობელი, საქართველოს აუტიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი), ეკატერინე დგებუაძე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი), თამარ გაგოშიძე (ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი), ქეთევან მაყაშვილი (კლინიკური ფსიქოლოგი, პროფესორი), ნატა მეფარიშვილი (კლინიკური ფსიქოლოგი, პროფესორი), ნანა ტატიშვილი (ნევროპათოლოგი, პროფესორი). დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები