ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე - დისკუსია თემაზე: აუტიზმი და საზოგადოება

ღონისძიებები

3 აპრილს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს აუტიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდება დისკუსია თემაზე - აუტიზმი და საზოგადოება.

 დისკუსიის მიზანია საზოგადოების აქტიურობის გაზრდა და მსჯელობის დაწყება თემაზე:

  • აუტიზმის მქონე ბავშვი, ოჯახი და საზოგადოება - მიღწევები და გამოწვევები

ისაუბრებენ: სოფიო კერესელიძე (მშობელი, საქართველოს აუტიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი), ეკატერინე დგებუაძე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი), თამარ გაგოშიძე (ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი), ქეთევან მაყაშვილი (კლინიკური ფსიქოლოგი, პროფესორი), ნატა მეფარიშვილი (კლინიკური ფსიქოლოგი, პროფესორი), ნანა ტატიშვილი (ნევროპათოლოგი, პროფესორი).

 დისკუსიის ბოლოს მომხსენებლებს და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეუერთდნენ ფოტოკამპანიას და ფოტოები გადაიღონ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების ბანერთან. აღნიშნული სურათები ”ფეისბუქით” გავრცელდება და აუტიზმის სპექტრის შესახებცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

 დისკუსიის დრო: 3 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

 დასწრება თავისუფალია.

2015 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები