ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის პრეზენტაცია

ღონისძიებები

7 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო სფეროს რეკონსტრუქცია საქართველოში“ პრეზენტაცია. 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სფეროს მნიშვნელოვანი აქტორის, როლის გაზრდას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების დაყენების, განხილვისა და გადაწყვეტის საქმეში.


პროგრამა

18:00-18:20 მისალმება

  • პროფ. ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
  • კრისტოფერ ანდერსონი, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე

18:20-19:00 პროექტის წარდგენა

  • პროფ. გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დასწრება: თავისუფალი

 2022 წელი

ბანერები