ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Advanced IT Trainings – საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

8 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში Advanced IT Trainings პროექტთან დაკავშირებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც დეკემბრიდან განაგრძობს DevOps, ტექნოლოგიური ტრენინგების სერიას.

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში. დაინტერესებული პირები შეძლებენ დაესწრონ შეხვედრას როგორც ფიზიკურ ფორმატში, ისე ონლაინ Zoom პლატფორმის გამოყენებით.

შეხვედრაზე გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას ტრენინგების შესახებ.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 7 დეკემბრისა.

სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3P4oRB3

შეხვედრის სპიკერი:

პროექტის ხელმძღვანელი ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით

პროექტი 2021 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო და მის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში 60-მა მონაწილემ უფასოდ გაიარა ინტენსიური კურსი DevOps, DataOps და CloudOps მიმართულებით.

მეორე ნაკადისთვის მიღება ცხადდება DevOps კურსზე, რომელიც ასევე მოიცავს DataOps და CloudOps თემატიკას. კურსისთვის შეირჩევა 60 მონაწილე.

მეორე ნაკადის კურსი კურსის ღირებულებაა 1000 ლარი.

მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, და დასრულდება ფინალური პროექტით.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია IT სფეროში მომუშავე დამწყები ინჟინრებისთვის, რომელთაც აქვთ პროგრამირების გარკვეული გამოცდილება და სურთ უახლესი ტექნოლოგიების შესწავლა პროცესებისა და მონაცემთა მართვის ავტომატიზაციის მიმართულებით.

ვრცლად კურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3VoYFDm

დრო: 8 დეკემბერი, 19:30 საათი

შეხვედრის ფორმატი: ჰიბრიდული (Zoom-ის ბმულს დარეგისტრირებულები მიიღებენ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მეილზე.)

ადგილმდებარეობა: ფიზიკურ ფორმატში შეხვედრა გაიმართება T102 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

2022 წელი

ბანერები